ვლადიმერ ზელენსკი - ბატონო პუტინო, მზად ვარ დონბასში შეგხვდეთ, სადაც ომია

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს კონფლიქტის დასრულების და ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, დონბასის რეგიონში შესახვედრად იწვევს.

„ბატონო პუტინო, მზად ვარ, ნებისმიერ ადგილას დონბასში შეგხვდეთ, სადაც ომია,“ - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა კიევის დასავლელ მხარდამჭერებს, აჩვენონ ”მკაფიო სიგნალები” იმის შესახებ, რომ მზად არიან მხარი დაუჭირონ ქვეყანას რუსეთთან დაპირისპირებაში.

„ჩვენს მოქალაქეებს მკაფიო სიგნალები სჭირდებათ, რომ ომის მერვე წელს ქვეყანა, რომელიც ევროპისთვის ფარია, მიიღებს მხარდაჭერას არა მხოლოდ ტრიბუნებზე მდგომი პარტნიორებისგან, არამედ როგორც იმავე გუნდის მოთამაშეებისგან, პირდაპირ მოედანზე, მხარდამხარ,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინას სურს კონფლიქტის დასრულება დიპლომატიური გზით, მაგრამ მზად არის, თავდასხმის შემთხვევაში, საკუთარი თავი დაიცვას.

„სურს უკრაინას ომი? - არა. მზად არის უკრაინა ომისთვის? - დიახ,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

იხილეთ ვიდეო:ვლადიმერ ზელენსკი - ბატონო პუტინო, მზად ვარ დონბასში შეგხვდეთ, სადაც ომია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა