ყოფილი პოლიციელი დერეკ შოვინი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს, მას 40 წლამდე პატიმრობა ემუქრება

მინეაპოლისის სასამართლომ ყოფილი პოლიციელი დერეკ შოვინი ფერადკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters -ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა 45 წლის შოვინი სამივე ბრალდებაში - მეორე ხარისხის მკვლელობა, მესამე ხარისხის მკვლელობასა და გაუფრთხილებლობით მკვლელობა - დამნაშავედ ცნო და მას 40 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

გადაწყვეტილებას სასამართლოს შენობასთან შეკრებილი ასობით ადამიანი საზეიმო შეძახილებით გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, გასულ წელს გავრცელებულ ვიდეოში ასახულია 46 წლის ფერადკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის პოლიციის მიერ დაკავების ვიდეო. ვიდეოში ჩანს, რომ დერეკ შოვინი ხელბორკილებდადებულ მიწაზე გაწოლილ ფლოიდს 9 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში მუხლს კისერზე აჭერს. ისმის დაკავებულის ხმა : „ვეღარ ვსუნთქავ!“. ამ ინციდენტის დროს ფლოიდი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. მის გარდაცვალებას აშშ-ში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

იხილეთ ვიდეო:ყოფილი პოლიციელი დერეკ შოვინი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს, მას 40 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა