ამერიკელი სენატორები - გუშინდელი შეთანხმება არის ნაბიჯი ძლიერი და სრულად მოქმედი დემოკრატიისკენ, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ ქვეყნის სასარგებლოდ გაერთიანდნენ და სრულად განახორციელონ ის

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დემოკრატიას და მოხარულები ვართ, რომ ექვსი თვის შემდეგ საქართველომ, პოლიტიკური ჩიხის მოსაგვარებლად, შეთანხმებას მიაღწია, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორების, ჯინ შაჰინისა და რონ ჯონსონის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

"საქართველოს პოლიტიკურ ბედს არა მხოლოდ პირდაპირი გავლენა აქვს მის ხალხზე, რომელიც ამჟამად კოვიდ 19-ის კრიზისის შედეგებს განიცდის პოლიტიკური არასტაბილურობისა და ეკონომიკური სირთულეების გამო, არამედ წარმოადგენს დემოკრატიის მდგომარეობის ნიშნულს მთელ მსოფლიოში. გუშინდელი შეთანხმება არის ნაბიჯი ძლიერი და სრულად მოქმედი დემოკრატიისკენ. ახლა ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ ქვეყნის სასარგებლოდ გაერთიანდნენ, რათა სრულად განახორციელონ შეთანხმება, რომელიც მოიცავს საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს სამომავლო პოლიტიკური ჩიხის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას და მის ხალხს, ააშენონ ქვეყანა, რომელიც ემსახურება მისი მოქალაქეების საჭიროებებს და უზრუნველყოფს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას,“- ნათქვამია სენატორების განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს