Johnson & Johnson-ი ევროპაში კოვიდ 19-ის ვაქცინის  შეტანას განაახლებს

Johnson & Johnson-ის განცხადებით, კომპანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ევროპაში შეტანას განაახლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, Johnson & Johnson-მა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ევროპის წამლის სააგენტომ განაცხადა, რომ ვაქცინის სარგებელი მის რისკს აღემატება. თუმცა, ევროპის მარეგულირებელმა რეკომენდაცია გასცა, რომ ვაქცინის ეტიკეტზე წარმოდგენილი იყოს გაფრთხილება იშვიათი სისხლის შედედების რისკის არსებობის შესახებ.

Johnson & Johnson-ი აცხადებს, რომ საკუთარ ვალდებულებას შეასრულებს და ევროპას ვაქცინის 200 მილიონ დოზას, შეერთებულ შტატებს კი - 100 მილიონ დოზას მიაწვდის.

გასულ კვირაში აშშ-ის მარეგულირებელმა ორგანოებმა Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენების დროებით შეჩერების რეკომენდაცია ექვს ვაქცინირებულში თრომბის წარმოქმნის შემთხვევის გამო გასცეს, რის შემდეგაც კომპანიამ ვაქცინის ევროპისთვის მიწოდება შეაჩერა.

ევროპაში Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენება ჯერ არ დაუწყიათ, აშშ-ში კი ამ ვაქცინით, რომლის მხოლოდ 1 დოზის გაკეთებაა საკმარისი, 8 მილიონამდე ადამიანია აცრილი.

იხილეთ ვიდეო:Johnson & Johnson-ი ევროპაში კოვიდ 19-ის ვაქცინის შეტანას განაახლებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა