დავით ჭიჭინაძე - ადამიანი საკუთარ თავს, საკუთარ თავისუფლებას რომ გადადებს, შენ ვალსი არ უნდა იცეკვო!

ეს ჩვენი პოლიტიკური ელიტა, კუჭამდე არის დასული და მაშინვე მაგიდას უცუცქდებიან! - ადამიანი საკუთარ თავს, საკუთარ თავისუფლებას რომ გადადებს, შენ ვალსი არ უნდა იცეკვო! - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, პოლიტიკოსებს მობეზრდათ ბოიკოტი, ხალხის ინტერესებისთვის ბრძოლა და ფურშეტებზე გადაინაცვლეს.

„ნიკა ციხეშია და ესენი საზეიმო ვახშამს მართავენ! თავისი თავი ისე დაკარგეს, ისე დაპატარავდა ეს ჩვენი პოლიტიკური ელიტა, კუჭამდე არიან დასული და მაშინვე მაგიდას უცუცქდებიან! მობეზრდათ როგორც ჩანს ბოიკოტი, ხალხის ინტერესებისთვის ბრძოლა და ფურშეტებზე გადაინაცვლეს, იქ უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს... ან ეს ამნისტია რას ნიშნავს?! ანტირუსულ პროპაგანდას, ანტირუსულ აქციას ამნისტია სჭირდება და ამას უჭერს ევროპა მხარს?! ანტირუსულ საქმეს „აპრავებენ“ და ანტირუსული საქმე ვინც ჩაახშო იმას „აპრავებენ“?! თანაბარ დონეზე დაყავთ გავრილოვის ხარკის არგადამხდელი, თვალებდათხრილი ახალგაზრდები, ნაცემი ჟურნალისტები და ამ ყველაფრის ჩამდენი მოძალადეები?! მოკლედ, რაც ზვიად გამსახურდია დაამხეს, მას მერე დამხობილები დავდივართ და დიდი საქმე გააკეთეს თურმე! ზვიადი რომ მოვიდა, მაშინ ერთად ვიბრძოდით დიდი იმპერიის წინააღმდეგ, ახლა გავრილოვის ხარკის არგადამხდელი, ოთხ კედელში გამომწყვდეული, როგორც რიგითი მოქალაქე ისე იგებს ტელევიზორიდან, რომ თურმე მისი ამნისტიის გულისთვის აწერენ ხელს მისი ე.წ. თანამებრძოლები და ამ ყველაფერს ბედნიერად ვახშმითაც აგვირგვინებენ საზეიმო ვითარებაში...ხოდა მაშინ მე გეტყვით, მორალის და ღირსების გარეშე დიდი საქმე არასოდეს გაკეთებულა... ადამიანი საკუთარ თავს, საკუთარ თავისუფლებას რომ გადადებს, შენ ვალსი არ უნდა იცეკვო!“ - წერს ჭიჭინაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა