ინდოეთში კორონავირუსის ინფიცირებისა და გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ინდოეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 295 041 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 2 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირებული ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.

ინდოეთში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 15.6 მილიონს შეადგენს, ვირუსს დღემდე 182 553 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მედიკოსები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ჟანგბადის მარაგის მნიშვნელოვანი დეფიციტია.

დედაქალაქ დელის ადგილობრივი მთავრობა დახმარებას ითხოვს და აცხადებს, რომ სახელმწიფო საავადმყოფოებში არსებული ჟანგბადის მარაგები მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში იქნება საკმარისი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა