ვლადიმერ ზელენსკიმ მობილიზაციის გამოცხადების გარეშე რეზერვისტების გამოძახების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მობილიზაციის გამოცხადების გარეშე რეზერვისტების სამხედრო სამსახურისთვის გამოძახების საშუალებას იძლევა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ამით შესაძლებელი გახდება თავდაცვის ძალების სამხედრო ნაწილების რეზერვისტებით დაკომპლექტება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათ საბრძოლო ეფექტურობას სამხედრო აგრესიის დროს”, - განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

საკანონმდებლო ცვლილებები უკრაინის პარლამენტმა მარტის ბოლოს დაამტკიცა. შეგახსენებთ, მარტის ბოლოდან უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში, სადაც ათასობით რუსი ჯარისკაცია მობილიზებული, ვითარება დაძაბულია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო