რუსეთში ალექსეი ნავალნის პრესმდივანი დააკავეს

რუსმა სამართალდამცავებმა პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია იარმიშის ადვოკატზე, ვერონიკა პალიაკოვაზე, დაყრდნობით ავრცელებს.

„დამირეკა და მითხრა, რომ პოლიციამ სადარბაზოსთან დააკავა,“- განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, ამ დროისთვის დაკავების მოტივის ან იარმიშის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცავებმა დღეს ნავალნის თანაგუნდელი, ლიუბოვ სობოლი დააკავეს.

ცნობისთვის, დღეს, რუსეთის ქალაქებში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო