Bloomberg - მსოფლიოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების 925 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 6%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 155 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 925 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 6%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 15.9 მილიონ ადამიანს უტარდება. აშშ-ში ვაქცინის 213 მილიონი დოზა გამოიყენეს, ჩინეთში - 195 მილიონი, ინდოეთში 130 მილიონი, ევროკავშირში კი - 115 მილიონი.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 55.1% ვაქცინის ორივე დოზით აიცრა. მას ჩილე მოჰყვება, სადაც ვაქცინის ორივე დოზა მოქალაქეთა 29.2%-მა მიიღო. მე-3 ადგილს აშშ იკავებს 26%-ით.

იხილეთ ვიდეო:Bloomberg - მსოფლიოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების 925 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 6%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა