ვლადიმერ პუტინი - რუსეთის წინააღმდეგ ნებისმიერი პროვოკაციის ორგანიზატორები ინანებენ ისე, როგორც დიდი ხანია არაფერი უნანიათ

რუსეთს აქვს თავისი ინტერესები, რასაც იგი დაიცავს საერთაშორისო სამართლის ჩარჩოში, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალური კრებისადმი თავის ყოველწლიურ მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთის მხრიდან არ წყდება რუსეთის ფედერაციის მიმართ არამეგობრული ქმედებები, რასაც რუსეთი, ხშირ შემთხვევაში, არ პასუხობს.

„ჩვენ სხვა ქვეყნებთან კარგი ურთიერთობა გვსურს. ვიქცევით მაქსიმალურად თავშეკავებულად, შეიძლება ითქვას მოკრძალებულად, ხშირად საერთოდ არ ვპასუხობთ არა მხოლოდ არამეგობრულ ქმედებებზე, არამედ პირდაპირ უხეშობაზე”, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთს ხიდების დაწვა არავისთან სურს, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში, მისი პასუხი იქნება ასიმეტრიული, სწრაფი და მკაცრი.

„ჩვენ ნამდვილად არ გვინდა ხიდების დაწვა, მაგრამ თუკი ვინმე ჩვენს კეთილ ზრახვებს გულგრილობად ან სისუსტედ აღიქვამს და თავად დააპირებს ამ ხიდების დაწვას ან აფეთქებას, უნდა იცოდეს, რომ რუსეთის პასუხი იქნება ასიმეტრიული, სწრაფი და მკაცრი. ნებისმიერი პროვოკაციის ორგანიზატორები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენი უსაფრთხოების ფუნდამენტურ ინტერესებს, ინანებენ იმას, რაც გააკეთეს ისე, როგორც დიდი ხანია არაფერი უნანიათ,“- აღნიშნა პუტინმა.

იხილეთ ვიდეო:ვლადიმერ პუტინი - რუსეთის წინააღმდეგ ნებისმიერი პროვოკაციის ორგანიზატორები ინანებენ ისე, როგორც დიდი ხანია არაფერი უნანიათ

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს