ისნის რაიონში მცხოვრებ 29 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა

ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ, ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ისნის რაიონში მცხოვრებ 29 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართები, სიმბოლურ ერთ ლარად, ისნის რაიონში - დოესის, ჯორჯ ბუშის, ლობჟანიძის, საინგილოს ქუჩებზე, სოფრომაძის პირველ შესახვევში და წულუკიძის პირველ შესახვევში, ასევე, ვაზისუბანში მცხოვრებ ოჯახებს დაუკანონდათ.

ირაკლი თავართქილაძემ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების დაკანონება მიულოცა და განაცხადა, რომ მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, შესაბამისი რაიონის გამგეობას უნდა მიმართონ.

„დღეს ისნის რაიონში 29 ოჯახს გადავეცით საკუთრებაში ის ფართები, რომელსაც ათეული წლების განმავლობაში, გარკვეული ბიუროკრატიული თუ სხვა მიზეზების გამო ვერ იკანონებდნენ. მინდა, მივულოცო ამ ადამიანებს ეს სიხარული და დღესასწაული. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მიერ 1500-მდე ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ფართები. მივმართავ ოჯახებს, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, თავიანთ რაიონებში მიმართონ გამგეობებს, სადაც აუხსნიან, რა დოკუმენტებია საჭირო იმისთვის, რომ მათ საცხოვრებელი ფართები დაუკანონდეთ“, - განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ.

2018 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართები 1500-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა. გარდა ამისა, თბილისის მერიაში კვლავ გრძელდება შემოსული განაცხადების განხილვა და დაკმაყოფილება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა