თამარ გაბუნიას განცხადებით, აღდგომის წინა პერიოდში ეპიდემიოლოგიურ მოვლენებს დააკვირდებიან და შესაძლოა, დამატებითი შეზღუდვების შემოღების საკითხიც დადგეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, აღდგომის წინა პერიოდში ეპიდემიოლოგიური კუთხით მოვლენებს დააკვირდებიან და ამის შემდეგ შესაძლოა, დამატებითი შეზღუდვების შემოღების საკითხიც დადგეს.

გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ საზოგადოებას აღდგომის დღესასწაულზე წესების დაცვა და ხალხმრავლობისგან თავის არიდება მოუწოდა.

„მნიშვნელოვანია ყველა ის წესი დავიცვათ, რაც დაწესებულია. აღდგომის დღესასწაულზე, ზეიმი როგორც რელიგიურ გარემოში, ასევე სოცილურ გარემოში, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეპიდემიოლოგიური დიდი გამოწვევაა ნამდვილად. ასე, რომ ყველამ უნდა დავიცვათ მოთხოვნები, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს მაისში თავი ავარიდოთ შემთხვევების შემდგომ ესკალაციას, ზრდას. რა თქმა უნდა, სააღდგომო პერიოდში გარკვეული გამოწვევა იქნება და ჩვენ ყველას ვთხოვთ, რომ მაქსიმალურად თავი აარიდონ, თუნდაც დღესასწაულებზე ხალხმრავლობას და წესების უგუვებელყოფას.

მანამდე სანამ სააღდგომო დღესასწაულამდე მივალთ გასავლელი გვაქვს 10 დღე, რაც შეიძლება ითქვას სააღდგომო სურათს ცვლის, კიდევ უნდა ვნახოთ, რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები ეპიდემიოლოგიური კუთხით, დამატებით შეზღუდვებზე შესაძლოა დადგეს საკითხი“, - განაცხადა გაბუნიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა