აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 075 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 32 ადამიანი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 2 075 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 32 ადამიანი გარდაიცვალა , - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანში პანდემიის დაწყების დროიდან ინფიცირების 305 933 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 4 235 ადამიანი.

პორტალ Koronavirusinfo.az-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 1 366 890 დოზაა გამოყენებული, ვაქცინის პირველი დოზა 908 672 ადამიანს აქვს გაკეთებული, სრულად ვაქცინირებული კი 458 218 მოქალაქეა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა