რუსეთში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელის მოადგილე საგარეოს საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

რუსეთში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელის მოადგილე საგარეოს საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკის საელჩოს ხელმძღვანელის მოადგილე დაიბარა“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

მედიის ინფორმაციით, სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, აშშ-ის ელჩმა რუსეთში ჯონ სალივანმა გუშინ განაცხადა, რომ ვაშინგტონში კონსულტაციებისთვის გაემგზავრება და მოსკოვში უახლოეს კვირებში დაბრუნდება.

„მიმაჩნია, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, ბაიდენის ადმინისტრაციაში ჩემს ახალ კოლეგებს პირდაპირ ვესაუბრო აშშ-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობების არსებულ მდგომარეობაზე. მოსკოვში უახლოეს კვირებში დავბრუნდები“, - განაცხადა ელჩმა რუსულ მედიასთან საუბარში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 15 აპრილს ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ, პასუხად კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნიდან 10 რუს დიპლომატს გააძევებდა. მოსკოვი ჯონ სალივანის გაძევებას არ გეგმავს, თუმცა ელჩს ვაშინგტონში ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებთან კონსულტაციებისთვის ჩასვლა „ურჩიეს“.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო