ეროვნული წინააღმდეგობის გაწევის საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, თავდაცვის სამინისტროსა და ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის ორგანიზებით, აღმასრულებელ დონეზე ეროვნული წინააღმდეგობის გაწევის საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მონაწილეებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მიმართეს.

უწყების ცნობით, ეროვნული წინააღმდეგობის გაწევის საკითხებზე უწყებათაშორისი შეხვედრა საქართველოს მდგრადობის შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მსგავსი სახის პროგრამები ხაზს უსვამს აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მტკიცე თანამშრომლობას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს