გია ვოლსკი - გამორიცხულია, რუსეთის ფედერაციას არ ჰქონდეს პირდაპირი მონაწილეობა ან მცდელობა მაინც იმ სტრესის ორგანიზებაში, რაც საქართველოს დღეს ემუქრება

გამორიცხულია, რუსეთის ფედერაციას არ ჰქონდეს პირდაპირი მონაწილეობა ან მცდელობა მაინც იმ სტრესის ორგანიზებაში, რაც საქართველოს დღეს ემუქრება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან შეთანხმების ხელმოწერაზე ოპოზიციის ნაწილის მიერ უარის თქმასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა,ძალიან მკაფიოდ ითქვა აშშ- ის, ევროკავშირის მიერ, რომ რუსეთის გარდა დაძაბულობით არავინ მოიგებს.

"კონსპირაციაზე ლაპარაკი არ არის, როცა მასალა არ გიდევს წინ, მაგრამ საფუძველი მაქვს ვიფიქრო, იმ ანალიზის და დოკუმენტების საფუძველზე, რაც გამაჩნია, რომ აქ კონსპირაციის გარკვეული ნაწილიც დევს.

გამორიცხულია, რუსეთის ფედერაციას არ ჰქონდეს მცდელობა მაინც ან პირდაპირი მონაწილეობა იმ სტრესის ორგანიზებაში, რაც საქართველოს დღეს ემუქრება. იგივე ბრალდებები იყო აშშ- ის არჩევნების სისტემაში ჩარევასთან დაკავშირებით, რომელიც გაცილებით უფრო დაცულია ყველანაირად, ტექნიკურად, ინტელექტუალურად და ემოციითაც. ასე რომ, ამ ვითარებაში, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ იმ ხალხს, ვისაც უნდა, რომ მიტინგზე მივიდეს და თან ევროკავშირის დროშა უჭირავს, დაფიქრდით, ვის გვერდზე დგახართ, ვის წისქვილზე ასხამთ წყალს", - განაცხადა ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა