რუსეთმა 10 ამერიკელი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა

რუსეთმა, მოსკოვში ამერიკის საელჩოს 10 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

საგარეო უწყების ცნობით, დიპლომატებმა რუსეთი 21 მაისის დღის ბოლომდე უნდა დატოვონ.

„21 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ბარტ გორმანი, რომელსაც გადასცეს ნოტა მოსკოვში აშშ-ის საელჩოს 10 თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ. აღნიშნულმა პირებმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია 21 მაისის დღის ბოლომდე უნდა დატოვონ,“- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიღებული ზომა წარმოადგენს „სარკისებურ პასუხს“ ამერიკული მხარის მიერ განხორციელებულ მტრულ ქმედებებზე ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს და ნიუ-იორკში რუსეთის გენერალური საკონსულოს თანამშრომლების მიმართ, რომლებიც პერსონა ნონ გრატად „უსაფუძვლოდ გამოაცხადეს.“

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს