„ლელოს“ ლიდერებმა ბრუსელში ოფიციალური შეხვედრები დაიწყეს

„ლელოს“ ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და გრიგოლ გეგელიამ ბრიუსელში ოფიციალური შეხვედრები დაიწყეს. პირველი შეხვედრა ევროპარლამენტარ სვენ მიკსერთან გაიმართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის წევრთან „ლელოს“ ლიდერებმა დეტალურად ისაუბრეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, შარლ მიშელის 5 - პუნქტიან გეგმაზე და მისი აღსრულების მონიტორინგზე.

მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და გრიგოლ გეგელიამ ევროპელ კოლეგებს პარტიის სტრატეგიული ხედვებიც გააცნეს, რომელიც საქართველოს განვითარების გეგმებს ეხება.

„ევროპარლამენტარი სვენ მიკსერი "ტვიტერში" გამოეხმაურა "ლელოს" ლიდერებთან შეხვედრას. ევროპარლამენტარი "ტვიტერზე" წერს, რომ შედგა საინტერესო შეხვედრა ქართველ პოლიტიკოსებთან. რომ მიღწეული შეთანხმება ევროპის მოდერაციით წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ახლა მნიშვნელოვანია ფოკუსირება მის იმპლემენტაციაზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღესვე, დაგეგმილია შეხვედრა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსთან და სხვა დეპუტატებთან.

იხილეთ ვიდეო:ლელოს ლიდერებმა ბრუსელში ოფიციალური შეხვედრები დაიწყეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა