ფინანსთა მინისტრი EBRD-ის მმართველ დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველმა დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში მატეო პატრონემ ვირტუალურ ფორმატში გამართული შეხვედრისას, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის პარტნიორობის საკითხები განიხილეს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც დაესწრო EBRD-ის რეგიონული დირექტორი კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენი, მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.

ლაშა ხუციშვილმა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით, გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარება და მისი აღდგენის პერსპექტივა. მან იმედი გამოთქვა, რომ ბანკთან თანამშრომლობის სტრატეგიული პროგრამა მომდევნო 5 წლისთვის, ისეთივე ნაყოფიერი და წარმატებული იქნება, როგორც მიმდინარე პროგრამა.

ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების დაფინანსების მნიშვნელობას, მათ შორისაა: ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის გაძლიერება, ინფრასტრუქტურა და ურბანული ტრანსპორტი და სხვა.

ამასთან, აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერა ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად დაეხმარება როგორც უშუალოდ კრიზისთან ბრძოლაში, ისე პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპის დასაბრუნებლად.

საქართველო EBRD-ის ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბენეფიციარია. დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ინვესტირებულია 4 მლრდ ევრო 250-ზე მეტ პროექტში, მათ შორის, 87% -კერძო სექტორში.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა