რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

რუსეთის მასშტაბით ათობით ქალაქში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები გაიმართა, სადაც პოლიციელებმა დემონსტრანტები დააკავეს.

აქტივისტები პოლიტიკოსის განთავისუფლებას და მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას ითხოვენ.

პორტალი ОВД-Инфо წერს, რომ რუსეთის 43 ქალაქში 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. დაკავებები ზოგ ადგილზე აქციების დაწყებამდე განხორციელდა.

პორტალი meduza, რომელიც აქციებს აქტიურად აშუქებს, წერს, რომ ნავალნის მხარდასაჭერ მიტინგებზე დაკავებულები არიან ხაბაროვსკში, კემეროვოში, ნოვოკუზნეცკში, ტომსკში, ბარნოულში, მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში და სხვა ქალაქებში. სააგენტო „როიტერი“ იუწყება, რომ პოლიციამ ქალაქ მაგადანში 8 ადამიანი დააკავა. ხელისუფლების პოზიციით აქციები უკანონოა. აქციების პარალელურად, სხვადასხვა ქალაქში მობილიზებული იყო პოლიცია. პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნი მარტის ბოლოდან შიმშილობს. მისმა ექიმმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის მესამე კვირაში სწრაფად უარესდება და ის, შესაძლოა, სიკვდილის პირას აღმოჩნდეს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ