მამუკა ხაზარაძე - მელიას საკითხი უმთავრესია, რადგან ეს კრიზისი არ გაიწელოს - „ლელოს“ ევროპარლამენტარებთან ერთად ამასთან დაკავშირებით ექნება კონკრეტული ხედვა, რომელიც შეიძლება იყოს ღირსეული გამოსავალი

ეჭვს გამოვთქვამ, რომ თუ კრიზისი გაიწელა და სწრაფი შეთანხმება არ შედგა, ან კანონის მიღება გაიწელა დროში, ვერ გადავალთ იმ ძირითადი პუნქტების შესრულებაზე, რომელიც მხარეებს გვაქვს აღებული, - ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ ბრიუსელში განაცხადა.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, უახლოეს ერთ დღეში „ლელოს" ევროპარლამენტარებთან ერთად ექნება კონკრეტული ხედვა აღნიშნულთან დაკავშირებით და შეიძლება ეს იყოს ღირსეული გამოსავალი ყველა მხარისთვის.

"ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა. ორი მიმართულებით ვისაუბრეთ. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომზადება რაც შეიძლება სწრაფად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. საქართველოს სჭირდება „მაპი“ ევროკავშირში შესასვლელად და საკმაოდ საინტერესი წინადადებებია ამასთან დაკავშირებით. მხოლოდ განცხადება, რომ ჩვენ 2024-ში შესვლა გვინდა, ეს არაფერს არ ნიშნავს, თუ დღესვე არ დავიწყეთ საკმაოდ სწრაფი მოქმედება და რეალური ნაბიჯები არ გადავდგით.

მეორე საკითხი იყო ის შეთანხმება, რომელიც პრეზიდენტ მიშელის პატრონაჟით შეიქმნა და შედგა, თუმცა თქვენ იცით, რომ მელიას საკითხი არის უმთავრესი, რადგან ეს კრიზისი არ გაიწელოს. მე ეჭვს გამოვთქვამ, რომ თუ კრიზისი გაიწელა და არ შედგა სწრაფი შეთანხმება, ან კანონის მიღება გაიწელა დროში, ჩვენ ვერ გადავალთ იმ ძირითადი პუნქტების შესრულებაზე რომელიც ხელშეკრულებაში გვაქვს აღებული მხარეებს. ამიტომ, აქაც ძალიან საინტერესო წინადადება ჩამოყალიბდა. უახლოეს ერთ დღეში ჩვენ, „ლელოს" გვექნება კონკრეტული ხედვა ამასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებთან ერთად და შეიძლება ეს იყოს ღირსეული გამოსავალი ყველა მხარისთვის”, - აცხადებს ხაზარაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა