ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ამნისტია დაზარალებულთა თანხმობით უნდა მოხდეს

ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც მიიღეს უმნიშვნელოვანესი, უმძიმესი დარტყმები 20 ივნისის ღამეს, ჩვენ მათ ვერ მოვეპყრობით როგორც ობიექტებს. ისინი არიან ამ პროცესის სუბიექტები, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც ამნისტიის კანონპროექტს გამოეხმაურა.

ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი კანონი, რომელსაც პარლამენტი მიიღებს „უნდა ჩაჯდეს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების ჩარჩოში“.

ამასთან, ნაცვლიშვილის თქმით, შესაბამისი პირების ამნისიტრება უნდა მოხდეს დაზარალებულთა თანხმობით.

„მე მინდა გითხრათ პოზიცია, ამნისტიასთან დაკავშირებით. "ლელომ" განაცხადა თავიდანვე, რომ ამნისტია არის თემა, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ. მინდა ჩამოვაყალიბო რამდენიმე პრინციპი. პირველი - ეს შეთანხმება ვერ გააუქმებს ამ ქვეყანაში უზენაეს კანონს, საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც ადგენს და გვაძლევს ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ გარანტიებს. რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი კანონი, რომელსაც პარლამენტი მიიღებს უნდა ჩაჯდეს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების ჩარჩოში. კანონი უნდა მოერგოს ადამიანის ჩარჩოს და პატივი სცეს და დაიცვას ის. შესაბამისად ვერანაირი საუბარი ვერ იქნება ამნისტიის ფარგლებში, მთელ რიგ დანაშაულების ამნისტირებაზე, რომელიც მიემართება სიცოცხლის უფლების ხელყოფას, არაადამიანური მოპყრობის აკრძალვას და ა.შ., რაზეც ქვეყნის შიგნითაც და საერთაშორისო სამართალიც ნათლად გვეუბნება, რომ ამ უფლებების ხელყოფისთვის ამნისტია არის აკრძალული. მათ შორის ამაზე არსებობს საქართველოში ევროსასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები.საუბარი დაიწყო სამ პოლიციელზე. ეს თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თუ საუბარი დაიწყება ამ სამი ადამიანის ამნისტირებაზე, ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ეს იყოს სამართლებრივად და მორალურად გამართლებულია ამ პროცესში შემოვიდნენ დანაშაულით დაზარალებული ადამიანები. ამ ადამიანებს ჩვენ ვერ მოვეპყრობით, როგორც ობიექტებს, ისინი უნდა შემოვიდნენ ამ პროცესში თავისი ღირსებით, უფლებებით და მხოლოდ მათი თანხმობით შეიძლება საუბარი დავიწყოთ ამ სამი ადამიანის ამნისტირებაზე. მინდა ხაზგასმით ვთქვა, შევხედოთ ამავე პარლამენტის მიერ მიღებულ ამნისტიას. იქაც ყველა მუხლის ამნისტირება მოხდა მხოლოდ დაზარალებულის თანხმობით ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც მიიღეს უმნიშვნელოვანესი, უმძიმესი დარტყმები 20 ივნისის ღამეს, ჩვენ მათ ვერ მოვეპყრობით როგორც ობიექტებს. ისინი არიან ამ პროცესის სუბიექტები. მათი ღირსება და მათი უფლებები ამ პროცესში არის მთავარი. თუ ჩვენ გვინდა ევროპული სახელმწიფოს აშენება, ეს არის აქ მთავარი“ , - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა