ანდრიუს კუბილიუსი - კარგი ნაბიჯები გადაიდგა კრიზისიდან გამოსასვლელად - იმედი მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობიდანაც“ უმრავლესობა შეუერთდება და არა მხოლოდ ერთი მათგანი

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ უმრავლესობა შეუერთდება შეთანხმებას.

როგორც მან „ლელოს“ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ყველაფერი იქნება დამოკიდებული შემდგომ კვირებზე, თუ როგორ შესრულდება პირველი ნაბიჯები, ნიკა მელიას ციხიდან გამოშვებით.

„მე ვფიქრობ, რომ კარგი ნაბიჯები გადაიდგა კრიზისიდან გამოსასვლელად. იმედი მაქვს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდანაც“ უმრავლესობა შეუერთდება მას და არა მხოლოდ ერთი მათგანი, როგორც იცით, სალომე სამადაშვილმა მოაწერა ხელი. ყველაფერი ბევრად იქნება დამოკიდებული შემდგომ კვირებზე, თუ როგორ შესრულდება პირველი ნაბიჯები მელიას გამოშვებით ციხიდან. იმედი მაქვს, რომ პირველ რიგში ეს შესრულდება. შემდგომ კი დარწმუნებული, ვარ, რომ ოპოზიციაც თავის მხრივ შეასრულებს მის პასუხისმგებლობას, რათა საქართველომ იფუნქციონიროს, როგორც საპარლამენტო დემოკრატიამ და ისინი შეუერთდებიან პარლამენტს და ასევე ბევრი საჭირო გადაწყვეტილებები იქნება მისაღები პარლამენტში. ეს არის პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა”, - აღნიშნა მან.

ანდრიუს კუბილიუსმა „ლელოს“ ლიდერებთან შეხვედრის შინაარსზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არის ახალი იდეები, რომელთა განხილვაც მოხდა.

„რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ვისაუბრეთ საქართველოში ბოლოს განვითარებულ მოვლენებზე, შეთანხმების ხელმოწერაზე, რომელიც შარლ მიშელის მიერ იყო შეთავაზებული. ჩვენ ვულოცავთ პოლიტიკურ პარტიებს, ვინც ხელი მოაწერა. ჩვენ ველით, რომ მისი განხორციელება იქნება ეფექტური და კრიზისი დამთავრდება. ჩვენ ასევე ბევრი ვისაუბრეთ სამომავლო ნაბიჯებზე ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის შესახებ. არის ახალი იდეები, რომლებიც განვიხილეთ”, - განაცხადა კუბილიუსმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა