ნიკოლ ფაშინიანს მოწინააღმდეგეებმა კვერცხები დაუშინეს

სომხეთის პრემიერ - მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის კორტეჟს მისმა მოწინააღმდეგეებმა კვერცხები დაუშინეს. აღნიშნული ფაქტი შურნუხ სიუნიკის ოლქში მოხდა.

მომხდარის ვიდეოკადრები ადგილობრივმა ტელევიზიამ გაავრცელა. ფაშინიანის კორტეჟი რუსეთის სამშვიდობო ძალების ავტომანქანასთან ერთად გადაადგილდებოდა.

ნიკოლ ფაშინიანმა სამართალდამცავებს დაავალა, პასუხი აგებინონ სიუნიკსკის ოლქში მის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობაში მონაწილეებს.

„ველოდები, რომ საკითხი გადაწყდება მკაცრი მეთოდებით და დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან, საზოგადოებას კი ამის შესახებ ეცნობება“, - განაცხადა ფაშინიანმა ოლქის ადმინისტრაციაში გამართული თათბირისას.

ცნობისთვის, სიუნიკსკის ოლქის შურნუხის თემი 2020 წლის ყარაბაღის მოვლენების შედეგად, აზერბაიჯანის მოსაზღვრე ტერიტორია გახდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა