რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე 1 700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

რუსეთში, პატიმრობაში მყოფი კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე 1 700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, - შესაბამის ინფორმაციას მონიტორინგის ჯგუფი OVD-Info ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 780-ზე მეტი მომიტინგე სანქტ-პეტერბურგში, 119 კი - ურალის ქალაქ უფაში დააკავეს.

აქტივისტები პოლიტიკოსის განთავისუფლებას და მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას ითხოვდნენ.

მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც 30-მდე ადამიანი დააკავეს, მონაწლეები სკანდირებდნენ : „თავისუფლება ნავალნის!“, „შეუშვით მასთან ექიმები!“. მოსკოვში აქციას ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულიაც შეუერთდა.

პოლიციამ განაცხადა, რომ დედაქალაქში გამართულ აქციაზე 6 000-მდე ადამიანი იყო შეკრებილი, ნავალნის YouTube არხის ინფორმაციით, კი აქციის მონაწილეების რაოდენობა 10-ჯერ მეტი იყო.

აქციების დაწყებამდე პოლიციამ მოსკოვში, საკუთარ სახლებთან ახლოს, პოლიტიკოსის პრესსპიკერი კირა იარმიში და თანაგუნდელი, ლიუბოვ სობოლი დააკავა. იარმიშს, საპროტესტო აქციის წახალისებისთვის, 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს, სობოლი კი - გაათავისუფლეს.

პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნი მარტის ბოლოდან შიმშილობს. მისმა ექიმმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის მესამე კვირაში სწრაფად უარესდება და ის, შესაძლოა, სიკვდილის პირას აღმოჩნდეს.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ