ჩეხეთი რუსეთს გაძევებული დიპლომატების დაბრუნებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რუსი დიპლომატების გაძევებით ემუქრება

ჩეხეთის ახლად დანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა იაკუბ კულჰანეკმა რუსეთის ელჩს ალექსანდრე ზმეევსკის განიცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი 20 გაძევებულ დიპლომატს არ დააბრუნებს, პრაღა რუს დიპლომატებს ქვეყნიდან გააძევებს.

„რუსეთში ჩეხეთის საელჩოს ყველა გაძევებული დიპლომატი მოსკოვში უნდა დააბრუნონ. რუსეთმა გადაწყვეტილება 22 აპრილის 12:00 საათამდე უნდა მიიღოს. თუ რუსეთი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ჩეხეთში რუსეთის საელჩოს დიპლომატების რაოდენობას პარიტეტულ დონეზე შევამცირებთ“, - აღნიშნა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კულჰანეკის განცხადებაზე კომენტირებისას კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ მოთხოვნების ენით რუსეთთან საუბარი პერსპექტივა არ გააჩნია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა