პაკისტანის ქალაქ ქუეტაში სასტუმროს ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 11 კი - დაშავდა.
მედია საშუალებები ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება სასტუმროს ავტოსადგომზე მდგომ ერთ-ერთ ავტომობილში იყო დამონტაჟებული.
აღსანიშნავია, რომ სასტუმროს სტუმრებს შორის პაკისტანში ჩინეთის ელჩიც იყო, თუმცა აფეთქების დროს ის შენობაში არ იმყოფებოდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა პაკისტანელმა თალიბებმა აიღეს.
ჯერჯერობით უცნობია, წარმოადგენდა თუ არა ჩინელი დიპლომატი და მისი დელეგაციის წევრები აფეთქების სამიზნეს, მაგრამ ჩინეთის მოქალაქეებსა და რეგიონში მათ ინტერესებს თალიბები და ადგილობრივი მეამბოხეები არაერთხელ დასხმიან თავს.