ინდოეთში კორონავირუსის 314 835 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც მსოფლიოში პანდემიის დაწყებიდან რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია

ინდოეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 314 835 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 15.93 მილიონამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ბოლო 24 საათში გამოვლენილი შემთხვევები რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან.

დღემდე ყველაზე მეტი დღიური რაოდენობა აშშ-ში იყო დაფიქსირებული, სადაც იანვარში ერთ დღეში 297 430 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, ინდოეთში ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 2 104 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვი, საერთო ჯამში 184 657-მდე გაიზარდა. მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საავადმყოფოებში საწოლებისა და ჟანგბადის მარაგის მნიშვნელოვანი დეფიციტია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა