ისრაელმა სირიის წინააღმდეგ საპასუხო იერიში განახორციელა

ისრაელის სამხრეთ ნაწილში სირიის მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დიმონას ბირთვული რეაქტორის ახლომდებარე ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი სირენები ჩაირთო, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის არმიაში აცხადებენ.

ისრაელის არმიის პრესსპიკერის თქმით, შეტევა SA-5-ის ტიპის რაკეტებით განხორციელდა, თუმცა რაკეტა რეაქტორს არ მოხვედრია. ამასთან, არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების ან მიყენებული ზარალის შესახებ.

ისრაელის არმიის ცნობით, ისრაელმა სირიაზე საპასუხო იერიში მიიტანა.

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA-ს ინფორმაციით, სირიის საჰაერო თავდაცვამ ისრაელის შეტევა მოიგერია, რომლის სამიზნე დამასკოს გარეუბანში მდებარე ტერიტორიები იყო.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ოთხი ჯარისკაცი დაშავდა.

ისრაელის მედია საშუალებებში რამდენიმე კვირაა ვრცელდება ინფორმაცია, რომ დიმონას რეაქტორისა და წითელი ზღვის პორტის ”ეილატის” გარშემო საჰაერო თავდაცვა გაძლიერებულია ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალებისგან სარაკეტო ან დრონის გამოყენებით მოსალოდნელი თავდასხმების გამო.

ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობა თეირანის ბირთვული პროგრამისა და ბოლოდროინდელი დივერსიული თავდასხმების გამო გამწვავდა. ამ თავდასხმებში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა