მუხროვანში რეინჯერების კურსის დახურვის ცერემონია გაიმართა

მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში, რეინჯერთა კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებს კურსის დასრულება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სიტყვით მიმართვისას, მან რეინჯერების ქვედანაყოფის მნიშვნელობასა და რთულ და საპასუხისმგებლო როლზე ისაუბრა.

„პირადი შემადგენლობა სპეციალური ოპერაციების ძალების კაპელანმა, მამა დავითმა დალოცა. მსმენელებისთვის სერტიფიკატებისა და სამხრე ნიშნების გადაცემის შემდეგ, ღონისძიება საჩვენებელი სწავლებით გაგრძელდა. იმიტირებული სცენარის მიხედვით რეინჯერებმა რეიდის ოპერაცია განახორციელეს, რომელშიც ქვეითთა საბრძოლო მანქანა „დიდგორი“ და ფუჭი ვაზნების გამოყენებით M-4 და PK ტყვიამფრქვევები იყო ჩართული. საზეიმო ცერემონიალის ფარგლებში სტუმრებს კურსის მიმდინარეობის შესახებ სპეციალურად მომზადებული ვიდეოკოლაჟის ნახვისა და აღჭურვილობის დათვალიერების, ასევე, ხელჩართულ ბრძოლაში შეჯიბრის ხილვის შესაძლებლობაც ჰქონდათ. სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის, რეინჯერთა მომზადების სკოლის მე-8 გამოშვება 57 სამხედრო მოსამსახურემ დაასრულა. სწავლება 6 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მას სპეცდანიშნულებისა და და რეინჯერების მომზადების სკოლის 20 ინსტრუქტორი უძღვებოდა. კურსი სამედიცინო, ტოპოგრაფიულ, სამთო, საინჟინრო, ტაქტიკურ და საცეცხლე მომზადებაში თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებისგან შედგებოდა“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო