Bloomberg - ისრაელში ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 55.2%-მა მიიღო, ჩილეში 29.2%-მა, აშშ-ში კი 26.4% აიცრა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 944 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 6.2%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 15.9 მილიონ ადამიანს უტარდება.

აშშ-ში ვაქცინის 215 მილიონი დოზა გამოიყენეს. ქვეყანაში საშუალოდ დღეში 3 მილიონი ადამიანი იცრება. მოსახლეობის 75%-ის 2 დოზით ვაქცინაციასა და კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევას დაახლოებით 3 თვე დასჭირდება. მე-2 ადგილზე ჩინეთია, სადაც ვაქცინების 198 მილიონი დოზა გამოიყენეს, მესამეზე კი ინდოეთია 132 მილიონი ვაქცინირებულით.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 55.2% ვაქცინის ორივე დოზით აიცრა. მას ჩილე მოჰყვება, სადაც ვაქცინის ორივე დოზა მოქალაქეთა 29.2%-მა მიიღო. მე-3 ადგილს აშშ იკავებს 26.4%-ით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა