საკონსტიტუციო სასამართლოში სადეპუტატო მანდატებთან დაკავშირებით ზურაბ ჯაფარიძის, თამარ კორძაიას და ელენე ხოშტარიას სარჩელების განხილვა დაიწყო

საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის “ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

ცოტა ხნის წინ კორძაიას წარმომადგენელმა დღევანდელი და ხვალ დაგეგმილი სხდომის 2 კვირით გადადების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა თავის მხრივ, ზურა ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიას წარმომადგენელმა აღნიშნეს, რომ ისინი სხდომის ჩატარებას უჭერდნენ მხარს.

"მირჩევნია, სარჩელის განხილვა, რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს. გადადებას მხარს არ ვუჭერ. პოლიტიკური თვალსაზრისით ისეთი ვითარებაა, მირჩევნია საკითხი სწრაფად იყოს განხილული", - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ამ წუთებში სხდომაზე გამოცხადებულია შესვენება. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები კორძაიას წარმომადგენლის მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით თათბირობენ.

დავის საგანია ჯაფარიძისთვის, კორძაიასა და ხოშტარიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის დადგენილების კონსტიტუციურობა. საქმეს განიხილავს პლენუმი, ცხრა მოსამართლის შემადგენლობით და არის პირველი შემთხვევა, როცა საკონსტიტუციო სასამართლო დეპუტატის უფლებამოსილების არშეწყვეტის კონსტიტუციურობაზე იმსჯელებს. სხდომა ონლაინ-რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, „ქართულმა ოცნების" უმრავლესობამ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე არ დააკმაყოფილა. ჯაფარიძემ, ხოშტარიამ და კორძაიამ პარლამენტის შესაბამისი დადგენილება, როგორც არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მომჩივან პირებს სარჩელის უკან გატანა შეუძლიათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა