თამარ გაბუნია - შესაძლებელია, მაისის დასაწყისიდან შუა რიცხვებამდე იყოს პიკური მაჩვენებლები

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე საწოლების, კოვიდსასტუმროებისა და პირველადი ჯანდაცვის ქსელის მობილიზაცია ხდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსის შემთხვევების პიკურ პერიოდს ქვეყანა მაისის შუა რიცხვებამდე ელის.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები უარესდება. ამ სიტუაციაში სამედიცინო დაწესებულებების მობილიზაცია კიდევ უფრო აქტიური გახდა. კვირის განმავლობაში დაახლოებით 1000-მდე საწოლი ეტაპობრივად ემატება იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ მობილიზაციის იმ ნიშნულს, რაც თებერვლის დასაწყისში გვქონდა - 5300 -მდე საწოლი იყო იმ პერიოდში მობილიზებული. ასევე, მობილიზებულია კოვიდსასტუმროები და რა თქმა უნდა, პირველადი ჯანდაცვის ქსელი. შემთხვევების ამგავრი მატების პირობებში, შესაძლებელია, მაისის დასაწყისიდან მაისის შუა რიცხვებამდე იყოს მეტად პიკური მაჩვენებლები, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებული იქნება პრევენციულ ღონისძიებებზე და იმაზე, თუ მოსახლეობა ინდივიდუალურ დონეზე წესებს რამდენად დაიცავს.

ახლა მაქსიმალური აქცენტი კეთდება იმ შეზღუდვების აღსრულებაზე, რაც უკვე დაწესებულია. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრო და საკოორდინაციო საბჭო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე პერიოდულად რევიზიას აკეთებს გადაწყვეტილებების და ვნახოთ, მომდევნო კვირაში ვიმსჯელებთ, თუ არის აუცილებლობა დამატებითი ზომების მიღების,“ - განაცხადა გაბუნიამ.

იხილეთ ვიდეო:

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
„გაგუას კლინიკაში“ covid 19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა