რუსული მედია - სევასტოპოლში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც უკრაინის სადაზვერვო სამსახურისთვის ინფორმაციას აგროვებდა

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სევასტოპოლში დააკავა რუსეთის მოქალაქე, რომელიც უკრაინის სამხედრო დაზვერვისთვის შავი ზღვის ფლოტის შესახებ საიდუმლო მონაცემებს აგროვებდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია უშიშროების ფედერალური სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სახელმწიფო ღალატს გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეჭვმიტანილს 12-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა