თბილისის მერია - გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

სოფელ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის კეთილმოწყობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის შედეგად, 11 320 კვ.მ ფართობი მოწესრიგდა და ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო.

სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გაეცნო.

„ეს ქუჩა სოფელ დიღომს აკავშირებს აღმაშენებლის ხეივანთან და ერთ-ერთი მთავარი ქუჩაა. სწორედ ამიტომ, ამ ქუჩის მოწესრიგება პრიორიტეტული იყო. პირველ ეტაპზე, კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერმა“ წყლის სისტემა მოაწყო და შემდგომ, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა - წყალარინების ახალი ქსელი. ახლა კი, საგზაო სამუშაოები დასრულდა და მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

საგზაო სამუშაოებს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „L&L” ასრულებდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 014 703 ლარი გამოიყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა