აზერბაიჯანული მედია - სომხებმა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე პროვოკაცია მოაწყვეს

პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ზანგეზურის პროვინციაში ვიზიტის შემდეგ სომეხმა სამხედროებმა აზერბაიჯანის საზღვარზე პროვოკაცია მოაწყვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტიდან რამდენიმე საათში სომეხმა სამხედროებმა ზანგულანის რაიონის სოფელ სეიდლარში მდებარე აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის დანაყოფებისა და რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამსახურის დანაყოფების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ ამგვარი პროვოკაციების გამნეორების შემთხვევაში, უმკაცრეს საპასუხო ზომებს განახორციელებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა