არაღიარებული მთიანი ყარაბაღი - აზერბაიჯანულმა მხარემ დასახლებული პუნქტების მიმართულებით ცეცხლი გახსნა

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი ხელშეკრულება უხეშად დაარღვია და 20 აპრილს დედაქალაქ სტეპანაკერტისა და სოფლების, მხითარაშენისა და შოშის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. „საგარეო საქმეთა სამინისტროზე“ დაყრდნობით დღეს ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ცეცხლის გახსნის შედეგად სტეპანაკერტში ერთ-ერთი სახლის სახურავი დაზიანდა.

„სამინისტრო მკაცრად გმობს მტრის პროვოკაციულ და აგრესიულ ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს არცახის მოქალაქეებში შიშის და დაუცველობის ატმოსფეროს შექმნას, ასევე რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო მისიისთვის ხელის შეშლას“, - ნათქვამია არაღიარებულია მთიანი ყარაბაღის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი მტკიცებით, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის დაშინების ნებისმიერი მცდელობა განწირულია წარუმატებლობისთვის.

„ეს ვერ დაანგრევს ჩვენს მოწოდებას, ვიცხოვროთ თავისუფლად საკუთარ სამშობლოში,“- აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა