სოსო გოგაშვილი საქართველოში ტერორიზმის შესაძლო საფრთხეებზე საუბრობს და ამაში პოლიტიკოსების ჩართულობაზე მინიშნებას აკეთებს

„კავკასიის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის“ დამფუძნებელი სოსო გოგაშვილი საქართველოში ტერორიზმის საფრთხეებს ხედავს და ამავდროულად, ამ საფრთხეებში აქტიური პოლიტიკოსების ჩართულობაზე მინიშნებას აკეთებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოსო გოგაშვილმა განუცხადა, თუ ვისზეა საუბარი ამის თაობაზე უფრო ხმამაღლა და დეტალურად მოგვიანებით ისაუბრებს, თუმცა აღნიშნა, რომ „ამ სქემაში მონაწილეობენ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკასთან შემხებლობაში არიან“.

„მოგეხსენებათ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების შემდეგ ნაწილი ტერორისტებისა იქნა ლიკვიდირებული, ნაწილი დააპატიმრეს, სასჯელს იხდის და ნაწილი არის დაკარგული, ანუ ცოცხალია თუ მკვდარი არავინ იცის. ამიტომ, მიმდინარეობს კვლევა- გამოძიება, ისეთი ორგანიზაციების მხრიდან, რომელშიც დღეს მე ვარ - „კავკასიის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრი“, ასევე, ძალოვანი უწყებებიდან, რომ იდენტიფიცირება მოახდინონ ამ ადამიანებისა, თუ სად არიან ისინი. ახლა, ჩვენს უცხოელ კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ვადგენთ. მე ვმუშაობ იმ ნაწილში, რაც ეხება საქართველოს მოქალაქეებს. ანუ, ჩვენი მოსახლეობის ნაწილი, სამწუხაროდ, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები იყვნენ, ფიცი მიიღეს და ამ ტერორისტული ორგანიზაციის წევრები გახდნენ. მე ამ კვლევის ნაწილში ვარ ჩართული. ვმუშაობ მარშრუტზე, რომელიც დადგენილია. ამის შესახებ უცხოურ მედიაში რამდენიმე სტატია დაიწერა, სადაც იდენტიფიცირებული იქნა სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც აღმოჩნდნენ უკრაინაში. მე ზუსტად ამ ნაწილში ვარ ჩართული. რადგან ეს მარშრუტი დადგენილია და წლებია, რაც მუშაობს. მინდა, რომ ამ კვლევის შედეგები საჯარო გავხადო საქართველოს მოსახლეობისთვის და არა მარტო. თან, როდესაც ამ სქემაში მონაწილეობენ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკასთან შემხებლობაში არიან. მე მოვიაზრებ ადამიანებს, რომლებიც ამ სქემებში არიან ჩართული და არა 1 ან 2 წელი. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ეს ადამიანები არიან აქტიური ადამიანები. ესენი არ არიან ჩირგვებში შემალულები“, - აცხადებს გოგაშვილი.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს