ნატო - სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩეხეთის რესპუბლიკას

ნატო-ს წევრი სახელმწიფოები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ ევროატლანტიკურ სივრცეში, მათ შორის, ალიანსის ტერიტორიაზე რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების გამო და სრულ სოლიდარობას უცხადებენ ჩეხეთის რესპუბლიკას, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსი აგენტების საქმიანობის შესახებ, რამაც საბრძოლო მასალების საწყობებში 2014 წელს აფეთქებები გამოიწვია და ამას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„მინისტრმა დაადასტურა, რომ ჩეხეთის ხელისუფლებამ დაზვერვის სამსახურის ორი თანამშრომლის იდენტიფიცირება მოახდინა, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ აფეთქებაზე - იგივე აგენტები, რომლებიც გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების მიერ ძებნილები არიან სოლსბერიში 2018 წელს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვული აგენტის გამოყენებით თავდასხმის მოწყობაში,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ჩრდილოატლანტიკური საბჭო ხაზს უსვამს, რომ ამ ქმედებებზე საპასუხოდ, ჩეხეთმა 18 რუსი ჩინოვნიკი გააძევა, რომლებიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურების წევრები არიან.

„ნატოს წევრი სახელმწიფოები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ ევროატლანტიკურ სივრცეში, მათ შორის, ალიანსის ტერიტორიაზე რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების გამო და სრულ სოლიდარობას უცხადებენ ჩეხეთის რესპუბლიკას“- აღნიშნულია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?