უკრაინის საზღვრებთან ახლოს ჩატარებული წვრთნების შემდეგ რუსეთის ჯარი მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებას იწყებს

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, ქვეყნის სამხრეთით და დასავლეთით შეიარაღებული ძალების მოულოდნელი შემოწმების პროცესი დასრულდა და პირადი შემადგენლობა მუდმივი დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდება.

„მჯერა, რომ მოულოდნელი შემოწმების მიზნები სრულად იქნა მიღწეული. ჯარმა ქვეყნის საიმედოდ თავდაცვის უნარი აჩვენა. რუსეთის შეიარაღებული ძალები ადეკვატურად რეაგირებენ რუსეთის საზღვრებთან სიტუაციის ყველა ცვლილებაზე. ამასთან დაკავშირებით, გადავწყვიტე, დავასრულო შემოწმებები სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო რაიონებში“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ჯარი მუდმივი დისლოკაციის ადგილს 1-ელ მაისამდე დაუბრუნდება.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 100 000 ჯარისკაცი ჰყავდა მობილიზებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა