კელი დეგნანი - მოუთმენლად ველით ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად მუშაობას ამ შეთანხმების განსახორციელებლად

ეს შეთანხმება საშუალებას აძლევს ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს, რომ იმუშაონ იმ საკითხებზე, რაც ქართველი ხალხისთვის პრიორიტეტია , - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებას ხელი ბევრმა პარტიამ და პარლამენტის წევრმა მოაწერა. ვფიქრობ, მათ დაინახეს, რომ ქართველ ხალხს კრიზისის გადაჭრა სურს, მათ სურთ, რომ პარლამენტის წევრები პარლამენტში იყვნენ და იმუშაონ იმ პრიორიტეტებზე, რაც ქართველ ხალხს აქვს, მათ შორის სამუშაო ადგილები, მაღალი ფასები, ეკონომიკის აღდგენა, ჯანდაცვა, განათლება. აი რის საშუალებას იძლევა ეს შეთანხმება. ის საშუალებას აძლევს ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს, რომ იმუშაონ ქართველი ხალხის პრიორიტეტებზე. მოუთმენლად ველით ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად მუშაობას ამ შეთანხმების განსახორციელებლად“, - განაცხადა ელჩმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა