ინგლისის და უელსის უმაღლეს სასამართლოში გაიმართა სასამართლო პროცესი რომან ფიფია BGEO Group Limited წინააღმდეგ

2021 წლის 19 აპრილს, ინგლისის და უელსის უმაღლეს სასამართლოში გაიმართა სასამართლო პროცესი რომან ფიფია BGEO Group Limited (ყოფილი BGEO GROUP PLC) ("BGEO", მოპასუხე) წინააღმდეგ.

როგორც რომან ფიფია მიიჩნევს, შპს „რუსთავი აზოტთან“ მიმართებაში BGEO- ს გარკვეულმა ქმედებებმა მას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. მის მიერ მოთხოვნილი თანხა კი მინიმუმ 393 მილიონი აშშ დოლარია

„მოპასუხემ გამოიყენა ფინანსური ზეწოლის ტაქტიკა და მოსარჩელისგან მოითხოვა იურიდიული ხარჯების ანაზღაურებისათვის, ყოველ ზღვარს გადასული და გაუმართლებლად მაღალი დამატებითი უზრუნველყოფის გადახდა.

ეს მოთხოვნა ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზანს რომ სასამართლოში არ შემდგარიყო საქმის შინაარსობრივ განხილვა. სამწუხაროდ, სასამართლომ დააკისრა მოსარჩელეს დამატებითი უზრუნველყოფის თანხის გადახდა და მოსარჩელემ, მიცემულ მოკლე ვადაში ვერ უზრუნველყო ამ ბრძანების შესრულება და სარჩელი არსებითი განხილვის გარეშე იქნა უარყოფილი. სასამართლოს არ უმსჯელია ფიფიას მიერ BGEO წინააღმდეგ წაყენებულ არცერთ ბრალდებაზე და საქმის წარმოება შეწყვიტა მხოლოდ დამატებითი უზრუნველყოფის არ გადახდის გამო.

ფიფია არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას და აპირებს მის გაასაჩივრებას. ბ-ნი ფიფია მიიჩნევს რომ დავა არ დასრულებულა და ის მიმართავს კანონით მისთვის მინიჭებულ ყველა საშუალებას რათა გააგრძელოს თავისი უფლებების დაცვა.

ფიფია თვლის, რომ შპს „რუსთავი აზოტ“-თან მიმართებაში BGEO- ს გარკვეულმა ქმედებებმა მას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ბატონი ფიფიას მიერ მოთხოვნილი თანხა მინიმუმ 393 მილიონი აშშ დოლარია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა