შალვა პაპუაშვილი - გადადგება თუ არა თამარ ჟვანია, მისი გადასაწყვეტია, თუმცა  ნებისმიერ გადაწყვეტილებას წინ უნდა უძღოდეს ოპოზიციის მხრიდან მის მიმართ ბოდიში

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებამდე ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამჟამინდელი შემადგენლობის ცვლილება გათვალისწინებული არ არის და შესაბამისად, თამარ ჟვანიას გადადგომა მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილების საგანია.

როგორც პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, არ იცის, რას გადაწყვეტს თამარ ჟვანია, თუმცა „ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რაც ჟვანიამ არ უნდა მიიღოს, წინ უნდა უძღოდეს ბოდიში ოპოზიციის და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან“.

„საარჩევნო ცვლილებებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამჟამინდელი შემადგენლობის ცვლილება არ არის გათვალისწინებული და ეს არაკონსტიტუციურიც იქნებოდა. რაც შეეხება თამარ ჟვანიას ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას, მისი გადასაწყვეტია, რას გადაწყვეტს. ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რაც არ უნდა მიიღოს, პირველ რიგში, წინ უნდა უძღოდეს ბოდიში ოპოზიციის და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან. ჯერ საჭიროა მათ ბოდიში მოუხადონ თამარ ჟვანიას. განსაკუთრებით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ პირადი ბოდიში უნდა მოუხადოს, რაც მათ ჰკადრეს ამ ადამიანს, ყველაფერზე ბოდიში აქვთ მოსახდელი - დადეს პარალელური დათვლის შედეგები, რაც გახდა საფუძველი, რომ წასულიყო სიძულვილის ენა თამარ ჟვანიას წინააღმდეგ. აღმოჩნდა, რომ ეს პარალელური დათვლა იყო არასწორი და დღემდე ბოდიში არ მოუხდიათ თამარ ჟვანიასთვის.

ის ბრალდებები, რაც არჩევნების შემდეგ ვნახეთ, მთელი ისტორია გაყალბებული არჩევნების შესახებ, არის ერთი დიდი „აფიორა“, რაც ჩვენს ქვეყანაში შედგა. მოხდა პირდაპირი მანიპულაცია რიცხვების, პარალელური დათვლა ახლოსაც არ იყო სიმართლესთან, იყო ბათილი ბიულეტენებით მანიპულირება. აბსოლუტურად ყველა რიცხვი, რასაც ჩვენი ოპონენტები ამბობდნენ, იყო ტყუილი. ეს იყო ერთი დიდი „აფიორა“, რომელიც ვერ განხორციელდა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა პრობლემას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თამარ ჟვანიას მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის პირობებში ჩატარდეს, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს.

„ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. თამარ ჟვანია 2/3-ზე უფრო დიდი უმრავლესობით არის არჩეული. ის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო წარმოდგენილი და თავად „სამართლიან არჩევნებში“ მუშაობდა წლების განმავლობაში. სურდათ მომხდარიყო არჩევნების დისკრედიტაცია, ეს იყო გეგმა, რომელიც საბედნიეროდ, ვერ განხორციელდა. „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ კრახი სწორედ იმაშია, რომ შეთანხმება შედგა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა