ეროვნული ბანკი საჯარო განხილვებისთვის აქვეყნებს პრინციპებს, რომლებსაც დაეფუძნება ღია ბანკინგში ჩართვის წესი

ეროვნული ბანკი საჯარო განხილვებისთვის პრინციპებს აქვეყნებს, რომლებსაც ღია ბანკინგში ჩართვის წესი დაეფუძნება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეროვნული ბანკი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას და მასთან დაკავშირებული ბიზნესმოდელების აწყობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

„ბოლო წლების განმავლობაში ფინტექის ხელშესაწყობად არაერთი პროექტი განხორციელდა. მათ შორის არის ფინანსური ინოვაციების ოფისი, ციფრული ბანკი, რეგულირების ლაბორატორია, ღია ბანკინგი და ა.შ.

ღია ბანკინგის პირველი ეტაპი კომერციული ბანკებისთვის 2021 წლის 31 მარტიდან უკვე ხელმისაწვდომია. საქართველოს ღია ბანკინგის სტანდარტის მოქმედი ვერსია განთავსებულია შემდეგ მისამართზე: http://www.association.ge/bank-projects-detail/10/ghia-bankingi/“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სეს-ის ცნობით, ღია ბანკინგის პროექტის შემდეგი ეტაპი კი არასაბანკო ინსტიტუტებისთვის წვდომის მინიჭებას ითვალისწინებს.

„არასაბანკო ინსტიტუტებს ღია ბანკინგში ჩასართავად გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ, რომელსაც ეროვნული ბანკი საჯარო განხილვისთვის აქვეყნებს იმ პრინციპების სახით, რომლებსაც ღია ბანკინგში ჩართვის წესი დაეფუძნება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა, რომელიც, სხვა მიმართულებებთან ერთად, ღია ბანკინგში ჩართვის წესის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებულ საკითხებსაც არეგულირებს. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტი არ წარმოადგენს წესის ბოლო ვერსიას. იგი შეიძლება შეიცვალოს ან მთლიანად დაექვემდებაროს გადახედვას.

ეროვნული ბანკი მზად არის, დაინტერესებული მხარეებისგან მიიღოს კომენტარები 2021 წლის 21 მაისამდე, ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე - OB@nbg.gov.ge. პრინციპები, რომლებსაც დაეფუძნება ღია ბანკინგიში ჩართვის წესი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე “,- ნათქვამია ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს