ანონსი 23 აპრილი

23 აპრილს, 11:00 საათზე, ეკატერინე ტიკარაძე და თამარ გაბუნია ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების ტესტირების პროცესს ადგილზე პირადად გაეცნობიან.

საკონტაქტო ტელ: 591 007 077

23 აპრილს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57.

საკონტაქტო ტელ: 593 53 45 24

23 აპრილს, 11:30 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ (ყოფილი „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“) მოსამართლეთა უმაღლესი განათლების და დიპლომების, ქონებრივი დეკლარაციების და ასევე ფეისბუკში მოსამართლეთა აქტიურობის კვლევის შედეგებს გაასაჯაროებს.

მის: 26 მაისის მოედანი №1, (სასტუმრო „Holiday Inn Tbilisi“)

23 აპრილს, 11:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

23 აპრილს, 12:00 საათზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან მოძრაობა „შემახე ამნისტია“ საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით აქციას გამართავს.

საკონტაქტო ტელ: 598549484

23 აპრილს, 12:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

23 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნის ყვავილობის აღსანიშნავი დღეები გაიმართება.

საკონტაქტო ტელ: გიორგი თარხნიშვილი - 593 955 335

23 აპრილს, 12.00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ჟურნალისტებისთვის მედია ვებინარს ​გამართავს.

თემა: „COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები - მოქმედების მექანიზმი, როგორ მოვემზადოთ ვაქცინაციისთვის“.

სპიკერები: ხათუნა ზახაშვილი, ივანე ჩხაიძე .

ვებინარზე დასასწრებად გამოიყენეთ შემდეგი ბმული: https://us02web.zoom.us/j/86456551084?pwd=em5lOVhHdUlXM0V1SXlNY20ydHFkQT09. Meeting ID: 864 5655 1084

Passcode: COVID19

23 აპრილს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ენერგეტიკის კომიტეტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანიასთან და საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის დირექტორ, ირინა მილორავასთან.

მის: თავისუფლების მოედანი #4

23 აპრილს, 12:30 საათზე, ეკატერინე ტიკარაძე და თამარ გაბუნია რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმუნიზაციის კაბინეტებს დაათვალიერებენ და ვაქცინაციის პროცეს გაეცნობიან.

საკონტაქტო ტელ: 591 007 077

23 აპრილს, 13:00 საათზე, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის შეხვედრა გაიმართება სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელთან და მთავარ დირიჟორთან, დავით მუქერიასთან.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N704 (C კორპუსი, VII სართული)

23 აპრილს, 13:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრები და პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: მიმართვა პრეზიდენტს 9 აპრილის გმირებისთვის საქართველოს ეროვნული გმირის ორდენის მინიჭების თაობაზე

მის: კოსტავას ქუჩა 47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

23 აპრილს, 14:00 საათზე, სამოქალაქო აქტივისტები ქუთაისის საპატრულო პოლიციაში კომენდანტის საათის დროს გამოწერილ ჯარიმებთან დაკავშირებით საჩივარს შეიტანენ.

საკონტაქტო ტელ: 598 544944

23 აპრილს, 14:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

23 აპრილს, 14:00 საათზე, ეკატერინე ტიკარაძე რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დიალიზისა და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის დეპარტამენტს დაათვალიერებს.

საკონტაქტო ტელ: 591 007 077

23 აპრილს, 14:30 საათზე, ეკატერინე ტიკარაძე რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება.

საკონტაქტო ტელ: 591 007 077

23 აპრილს, 15:30 საათზე, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის შეხვედრა გაიმართება საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დიეგო კოლასთან.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N704 (C კორპუსი, VII სართული)

23 აპრილს, 16:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭო (NCYOG) ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში პირველად განხორციელებული, ახალგაზრდული ორგანიზაციების საჭიროებების კვლევის პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიებას საერთაშორისო ორგანიზაციები და სამთავრობო უწყებები დაესწრებიან.

მის.: „ლოლიტას“ საკონფერენციო დარბაზი (ჭოველიძის 7)

საკონტაქტო: ქეთი თაბაგარი - 579780206

23 აპრილს, 17:30 საათზე, პოსტ-საარჩევნო მედიამონიტორინგის ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართება.

პრეზენტაციის ბმული:

https://theuniversalconsulting-ge.zoom.us/webinar/register/WN_4sgtgDUGRq-CF8k2JtXZTA

Webinar ID: 940 8311 2178

23 აპრილს, 17:30 საათზე, მზიურის პარკში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში ჩატარებული სასკოლო კონკურსის „ეკოგმირი“ და გარემოსდაცვით საკითხებზე შექმნილი ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოებას დაესწრება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა