ჯო ბაიდენი - ეს იქნება გადამწყვეტი ათწლეული კლიმატის ცვლილების მოსაგვარებლად

ჩვენ ვიმყოფებით „გადამწყვეტ ათწლეულში“ კლიმატური ცვლილებების მოსაგვარებლად, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებულ ორდღიან ვირტუალურ სამიტზე მიმართვისას განაცხადა, რომელსაც ვაშინგტონი მასპინძლობს. აქვე აშშ-მა პირობა დადო, რომ ნახშირბადის ემისიებს 2030 წლამდე 50-52%-ით, 2005 წლის დონემდე, შეამცირებს.

”მეცნიერები გვეუბნებიან, რომ ეს გადამწყვეტი ათწლეულია - ეს ის ათწლეულია, რომელშიც ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, რათა თავიდან ავიცილოთ კლიმატის კრიზისის ყველაზე მძიმე შედეგები. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ დედამიწაზე ტემპერატურის მატება 1.5 გრადუსი ცელსიუსის ფარგლებში დავიჭიროთ. 1.5 გრადუსზე ზემოთ მატება მსოფლიოში ნიშნავს გახშირებულ ხანძრებს, წყალდიდობებს, გვალვას და ქარიშხლებს, დასახლებების განადგურებას, სიცოცხლის და საარსებო საშუალებების დაკარგვას”, - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა სამიტის გახსნაზე.

ბაიდენმა მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს მოუწოდა შეუერთდნენ შეერთებულ შტატებს და გააძლიერონ ბრძოლა კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ. სამიტზე რამდენიმე ქვეყანამ ასევე საკუთარ მიზნებზე ისაუბრა. იაპონია აცხადებს, რომ 2030 წლისთვის ემისიების 46%-ით შემცირებას გეგმავს, კანადა კი - 40-45%-ით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს