მარია ზახაროვა - იმედგაცრუებული ვართ ბრატისლავას არაკეთილმეგობრული ქმედებებით, რომელმაც პრაღას მიმართ ფსევდო-სოლიდარობის გამოხატვა გადაწყვიტა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას თქმით, მოსკოვი იმედგაცრუებულია სლოვაკეთის მიერ ჩეხეთის მიმართ სოლოდარობის გამოხატვით და ამ ქმედებას მალე უპასუხებს.

„იმედგაცრუებული ვართ ბრატისლავას არაკეთილმეგობრული ქმედებებით, რომელმაც პრაღის მიმართ, გაყალბებულ საქმესთან დაკავშირებით, ფსევდო-სოლიდარობის გამოხატვა გადაწყვიტა",- აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, მოსკოვი ამ ქმედებებს მალე უპასუხებს.

ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ 3 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს.

იხილეთ ვიდეო:მარია ზახაროვა - იმედგაცრუებული ვართ ბრატისლავას არაკეთილმეგობრული ქმედებებით

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა