ექიმები ალექსეი ნავალნის შიმშილობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

პატიმრობაში მყოფი კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ექიმებმა, რომლებსაც პაციენტის გასინჯვის საშუალებას არ აძლევენ, პოლიტიკოსს მოუწოდებენ "დაუყოვნებლივ" შეეწყვიტოს შიმშილობა.

კარდიოლოგმა აიროსლავ აშიხმინმა და კიდევ ოთხმა ექიმმა Mediazona-ს საშუალებით გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ნავალნის საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

“დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ შიმშილობა საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად,“- აღნიშნულია მიმართვაში.

შეგახსენებთ, დასავლეთმა კრემლი გააფრთხილა, რომ ნავალნის დაღუპვის შემთხვევაში რუსეთს „შედეგები“ ემუქრება.

ნავალნი მარტის ბოლოდან შიმშილობს. მისმა ექიმმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის მესამე კვირაში სწრაფად უარესდება და ის, შესაძლოა, სიკვდილის პირას აღმოჩნდეს.

იხილეთ ვიდეო:ექიმები ალექსეი ნავალნის შიმშილობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა