იენს შპანი - გერმანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ყველა მსურველს ივნისამდე შესთავაზებს

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა, რომ გერმანიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის ივნისამდე იქნება ხელმისაწვდომი.

მინისტრმა გერმანიის პარლამენტის ზედა პალატას განუცხადა, რომ ბედნიერი იქნება, თუ ეს კიდევ უფრო ადრე იქნება შესაძლებელი.

მინისტრმა განმარტა, რომ ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა 60 წელს გადაცილებული ადამიანების ნახევარს აქვს გაკეთებული.

გერმანიის ჯანდაცვის ფედერალური სამინისტროს მონაცემებით, ვაქცინის პირველი დოზა ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 21. 6% -ს აქვს მიღებული, 5.7 მილიონი ადამიანი კი, ანუ მოსახლების 6.9%-ი, სრულად არის ვაქცინირებული.

იხილეთ ვიდეო:გერმანიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის ივნისამდე იქნება ხელმისაწვდომი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა