ინდოეთის საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 13 კოვიდპაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა

ინდოეთის მაჰარაშტრის შტატის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ, ხანძარი გაჩნდა, რასაც 13 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მედიის ინფორმაციით, საავადმყოფოში სულ 90 პაციენტი იმყოფებოდა და ისინი, ვინც ხანძარს გადაურჩნენ, ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაწყებულია.

ინდოეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 332 730 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური რაოდენობაა პანდემიის დაწყების დროიდან. ამასთან, ვირუსს კიდევ 2 263 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინდოეთში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-ით ინფიცირების 16 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 186 920 ადამიანი.

ქვეყნის საავადმყოფოებში თავისუფალი ადგილებისა და ჟანგბადის მარაგის დეფიციტია. მედიის ინფორმაციით, მაჰარაშტრის შტატის ქალა ნაშიკის საავადმყოფოში ოთხშაბათს ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებული 24 კოვიდპაციენტი დაიღუპა, რისი მიზეზიც ჟანგბადის მარაგის ამოწურვა გახდა.

იხილეთ ვიდეო:ინდოეთის საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 13 კოვიდპაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა